ევროკავშირი: ვერ მიიღებს გაყინულ აქტივებს, თუ უკრაინას რეპარაციას არ გადაუხდის

უკრაინისთვის რეპარაციის გადახდის გარეშე ვერ მიიღებს თავის გაყინულ აქტივებს – აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კაია კალასი.
“ცეცხლის შეწყვეტის, ან სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში ამ აქტივებისთვის რუსეთის დაბრუნება ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუკი ის უკრაინას რეპარაციას არ გადაუხდის” – კალასის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
შაბათს ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კოპენჰაგენში მართავენ არაოფიციალურ შეხვედრას, რომელზეც აპირებენ განიხილონ ევროკავშირის ქვეყნებში გაყინული რუსეთის აქტივების საკითხი.
ევროპაში და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებში გაყინულია 210-220 მილიარდამდე ევროს ოდენობის რუსეთის აქტივები. მათი უდიდესი ნაწილი მოდის სახელმწიფო რეზერვებზე, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ბელგიურ პლატფორმაზე Euroclear.
მსხვილი თანხებია დაბლოკილი საფრანგეთშიც – დაახლოებით 19 მილიარდი ევრო. გერმანიამ სუვერენული სახსრებიდან გაყინა 210 მილონამდე ევრო. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გარდა, სანქციები შეეხო რუსეთის ბიზნესმენების და კომპანიების კერძო ქონებასაც – მისი მოცულობა შეადგენს 24 მილიარდამდე ევროს.
ამ აქტივების მართვიდან მიღებულ მოგებას ევროკავშირი ნაწილობრივ უკრაინას ურიცხავს. 2025 წლის პირველ ნახევარში კიევმა ამ გზით მიიღო 10 მილიარდ ევროზე მეტი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას