ევროკავშირი: ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უკრაინის და ევროპის მხარდაჭერა სჭირდება

ევროკავშირი მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას ში გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, მაგრამ ნებისმიერი გეგმის წარმატებას სჭირდება უკრაინელებისა და ევროპელების მონაწილეობა და მხარდაჭერა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ჟურნალისტებს 20 ნოემბერს განუცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე.
კალასს ჟურნალისტებმა ჰკითხეს შეერთებული შტატების ახალ, საიდუმლოდ შემუშავებულ გეგმაზე, რომლის შესახებაც დასავლეთის არაერთი მედიასაშუალება წერს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინისა და ევროპის ჩართულობის აუცილებლობის გარდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინის ომში არიან აგრესორი და მსხვერპლი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ბრიუსელში მედიას უთხრა, რომ სამშვიდობო ძალისხმევები მისასალმებელია, მაგრამ საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ამიტომ მოელიან, რომ ევროპელებთან კონსულტაციები იქნება. შიკორსკის განცხადებითვე, შეზღუდვები უნდა შეეხოს არა უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს, არამედ აგრესორს.
ევროპის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია გამორიცხა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა. ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის განხილვაში უკრაინის და ევროპის ჩართვა მოითხოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმაც.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, მშვიდობას და მისი პრეზიდენტი აფერხებენ, უკრაინელებს არ სურთ კაპიტულაცია, ევროპის მიზანი კი ში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა.
ინფორმაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების საიდუმლო გეგმის შესახებ 18 ნოემბერს პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.
მეორე დღეს ამ და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა და Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გეგმის პუნქტებს შორისაა უკრაინის მიერ სთვის დონბასის დათმობა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რომელთა ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ფრონტის ხაზის გაყინვა, უკრაინის არმიის რიცხოვნობის ორჯერ შემცირება, უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიისთვის ოფიციალური სტატუსის დაბრუნება.
ამ ცნობების ფონზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინაში ომის დასასრულებლად „პოტენციური იდეების სიის“ შემუშავებისა და მყარი მშვიდობის მისაღწევად ომის მონაწილე ორივე მხარის მიერ „რთული, მაგრამ აუცილებელი დათმობების“ შესახებ განაცხადა.
ტელეკომპანია NBC News-ი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მომზადებულ გეგმას მხარი დაუჭირა.
წყაროს თანახმად, ამერიკული მხარე 28-პუნქტიან გეგმაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საიდუმლოდ მუშაობდა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევსა და უკრაინის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციით.
NBC-ს წყაროს ცნობითვე, გეგმა, რომელზეც მუშაობდნენ -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, მიმართულია იმისკენ, რომ მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ორივე მხარეს ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები.
გამოცემა Financial Times-ის წყაროთა ცნობით, გეგმა უკვე გაეგზავნა უკრაინულ მხარეს, რომლისთვისაც შეთავაზებული პირობები მიუღებელია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვს ოფიციალური არხებით არ მიუღია არანაირი გეგმა, რომლის შესახებაც მედია წერს.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ახალი სამშვიდობო გეგმის განსახილველად 19 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტ ს თურქეთში უნდა შეხვედროდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, მაგრამ შეხვედრა არ შედგა, რადგან ზელენსკიმ განსახილველად ჩაიტანა სხვა, რუსეთისთვის მიუღებელი გეგმა.