„ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს,” – გამოცემა Steigan

„ევროკავშირი მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე დ აქციოს,” – გამოცემა Steigan
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმოლხიველის გერტ-ევენ უნგარის სტატიაზე საუბრობს და ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმიანება, რომელშიც თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ცდილობს ევროკავშირი მოლდოვას უკრაინიზაციას.
„ევროკავშირი სექტემბრის საპარლამენტო ს წინ მოლდოვაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს და ცდილობს მეორე უკრაინად აქციოს, – იტყობინება პოლიტიკური მიმოლხიველი გერტ-ევენ უნგარი ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ავტორი წერს, რომ ეს არის აქტიური ჩარევა, რომელსაც ევროკავშირი ღიად ახორციელებს და ზუსტად იმას აკეთებს, რაშიც ადრე რუსეთს ადანაშაულებდა. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი დარწმუნებულია თავის უფლებაში, არა მხოლოდ ეკონომიკურად მიაბას მოლდოვა საკუთარ თავს, არამედ ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო გამწვავების მიუხედავად.
უნგარის თქმით, ევროკავშირი საკუთარ ქმედებებში აშკარა წინააღმდეგობას ვერ ამჩნევს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კიშინიოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს თავად ევროკავშირის კურსს, რომელიც სულ უფრო მეტად უშვებს ჩარევას, ასევე ზეწოლისა და რეპრესიების პოლიტიკას მის გარე კონტურზე მყოფ ქვეყნებში.
გარდა ამისა, დამკვირვებლის აზრით, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ სულ უფრო მეტად „შორდება დემოკრატიულ პრინციპებს“, რასაც ბრიუსელი არა მხოლოდ აიგნორებს, არამედ მხარს უჭერს კიდეც,” – წერს დავით ქართველიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს