ევროკავშირი მიესალმება სამშვიდობო მოლაპარაკებაში მიღწეულ პროგრესს, “მაგრამ გასაკეთებელი კიდევ არის“

24 ნოემბერს ევროკავშირის მმართველები მიესალმნენ ში ომის დასრულების შეთანხმების საქმეში წინსვლას, თუმცა განაცხადეს, რომ -ის გეგმის პროექტის სწრაფად გადახედვის პროცესი გრძელდება, მაგრამ კვლავ რჩება გადაუჭრელი საკითხები.
„სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი იმპულსი შეინიშნება“, – განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ჟურნალისტებს ანგოლაში სამიტის დროს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია, არსებობს მყარი საფუძველი წინსვლისთვის“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

კოშტამ განაცხადა, რომ კვირას ჟენევაში -ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის გამართულ მოლაპარაკებაში „რამდენიმე საკითხზე“ წინ წაიწიეს.

„ზოგიერთი საკითხი კვლავ გადასაჭრელია, მაგრამ მიმართულება დადებითია“, – თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, „როგორიცაა სანქციები, გაფართოება ან (რუსული) აქტივები, მოითხოვს ევროკავშირის სრულ ჩართულობას და გადაწყვეტილებებს“.

ფონ დერ ლაიენი ასევე მიესალმა ჟენევაში მიღწეულ „კარგ პროგრესს“.

მან თქვა, რომ „ძირითადი“ პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს წინსვლას, არის ის, რომ „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივი უნდა ვცეთ. მხოლოდ ს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თავის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების მეთაურები გამართავენ ონლაინშეხვედრას უკრაინის მხარდამჭერ, დაახლოებით 30 ქვეყნისგან შემდგარ, უფრო ფართო „ნების კოალიციასთან“.

ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ დაადასტურეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დიპლომატიურ, სამხედრო აღჭურვილობითა და ფინანსური დახმარებით დახმარებას.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მიესალმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“, განაცხადა მისმა პრესმდივანმა.