ევროკავშირი ლიბანის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ლიბანის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბეირუთში, ლიბანის პრემიერ-მინისტრ, ნაჯიბ მიკატისთან და კვიპროსის პრეზიდენტ, ნიკოს ქრისტოდულიდისთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე შემიძლია ლიბანისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოვაცხადო. ჩვენ ლიბანის სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობაში წვლილის შეტანა გვსურს. ლიბანს პოზიტიური ეკონომიკური განვითარება სჭირდება, რათა ბიზნესი და თავისი მოქალაქეები შესაძლებლობებით უზრუნველყოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ლიბანის არმიის, ბიზნეს გარემოს, ჯანდაცვისა და განათლების გაძლიერებასა და განვითარებას ხელს შეუწყობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება