ევროკავშირი ევროპული აქტივების მიტაცებაში მონაწილე რუსებს სანქციებს უწესებს

ევროკავშირი აპირებს სანქციების დამატებას მე-12 პაკეტში იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთში ევროპული კომპანიების აქტივების მიტაცება მონაწილეობენ. ამ დრომდე ბრიუსელი არ სჯიდა მათ, ვინც აქტივების კონფისკაციით იშოვა ფული, მაგრამ ეს შეიცვლება, თუ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის უახლეს წინადადებებს დაამტკიცებენ. ამის შესახებ Politico წერს.
წინადადებების თანახმად, ევროკავშირს შეეძლება მიიღოს შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც „სარგებლობს რუსეთში რეგისტრირებული სუბიექტების საკუთრების იძულებით გადაცემით ან კონტროლით, რომლებსაც ადრე ფლობდნენ ან აკონტროლებდნენ ევროკავშირის მოქალაქეები“.
უკრაინული მედიის ცნობით, ივლისში კრემლმა გადაწყვიტა Carlsberg-ის რუსული შვილობილი კომპანია Балтика-ს და ფრანგული Danone-ის შიდა მენეჯმენტზე გადაცემა. Балтика-ს ხელმძღვანელი ბიზნესმენი თაიმურაზ ბოლოევი გახდა, ხოლო რამზან კადიროვის ძმისშვილი, 32 წლის იაკუბ ზაკრიევი, Danone Russia-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან ბოლოევს ამ ოპერაციაში მონაწილეობა არ სურდა, რადგან ეშინოდა, რომ სანქციების ქვეშ აღმოჩნდებოდა.