ევროკავშირი ეგვიპტეს 7,4 მლრდ ევროს დაფინანსების პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ეგვიპტეს 7,4 მლრდ ევროს დაფინანსების პაკეტი 2024-2027 წლებში გადაეცემა. შეთანხმება მოიცავს 5 მილიარდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას, 1,8 მილიარდ ევროს ინვესტიციებს და 600 მილიონი ევროს გრანტებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეგვიპტის ეკონომიკის მხარდასაჭერად.
