ევროკავშირი განიხილავს SWIFT-დან 20 რუსული ბანკის გათიშვის საკითხს

ევროკავშირი, ს წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ნაწილის სახით, განიხილავს 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვის შესაძლებლობას, – ამის შესახებ იუწყება სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, ევროკავშირმა შესაძლოა რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შეამციროს. ასევე განიხილება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აკრძალვა.
სააგენტოს ცნობით, ევროკომისია კონსულტაციებს გადის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, თუმცა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადა. ასევე მიმდინარეობს საუბარი დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სავაჭრო შეზღუდვების შემოღებაზე, რათა შემცირდეს რუსეთის შემოსავლები და შეიზღუდოს იარაღის წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიებზე წვდომა.
SWIFT – უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემა. -მა და ევროკავშირმა რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვა 2022 წლის თებერვალში დაიწყეს. 2024 წლის ბოლოსთვის, რუსული მხარის ცნობით, SWIFT-ზე წვდომა ჰქონდა დაახლოებით 200 ბანკს.
2025 წლის თებერვალში, ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტში, სისტემაზე წვდომა კიდევ 13 რუსულ ბანკს აეკრძალა.
სანქციების მე-17 პაკეტით, რომელიც გასულ კვირას დამტკიცდა, შეზღუდვები ასევე შეეხო 200-მდე გემს, რომლებიც, ბრიუსელის თქმით, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტთან არიან დაკავშირებული. სანქციები დაუწესდა 75 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
ფორუმი