ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „X-ზე“ ს ეპასუხება, რომ ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსული კანონის წინააღმდეგია და რომ ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას.
ძვირფასო პრემიერ მინისტრო, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია. არც გერმანიის ელჩს.
ევროპარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება “რუსულ კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველების გაბედულობით და მათ გვერდით დგას”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, 2012 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად გააქრო ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება და სამოქალაქო ორგანიზაცია.
· „კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა“ — ვაშინგტონმა რიტორიკა დაამძიმა
· ევროპარლამენტარი: ამ კანონს ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და არა ევროკავშირში
· სრული სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებს – ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმდჯომარე

ასევე დაგაინტერესებთ