ევროკავშირი უახლოეს მომავალში არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში ცვლილებების შეტანას და არც რუსული ბანკების SWIFT სისტემასთან დაკავშირების დაშვებას. ამის შესახებ პორტალი Euractiv ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.
„რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ და მთელი უკრაინიდან რუსული ჯარის გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების გადახედვისა და გაუქმებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
