ევროკავშირი არის ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა -ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა.
ტრამპის შეფასებით, ევროკავშირი არის „ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი“.
ევროკავშირზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორი საპასუხო ზომები მიიღო ტრამპმა ჩინეთის მიმართ, გადაწყვიტეს, „ცოტათი უკან დაიხიონ“ საპასუხო ზომების მიღებისას.
„მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ევროკავშირი განიხილება, როგორც ერთიანი ბლოკი და არა როგორც ცალკეული ქვეყნები.
პირველი არხი