ევროკავშირი აპირებს, გაამკაცროს საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომდაგენლები შეთანხმდნენ, გაამკაცრონ საბაჟო მოთხოვნები უკრაინის ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე. გადაწყვეტილება ეხება, კერძოდ, ფრინველის ხორცს, კვერცხს, შვრიას, მარცვლეულს, სიმინდს, შაქარსა და თაფლს, განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა.
ევროკავშირში იმ საქონლის უბაჟოდ შეტანა, რომელზეც ვრცელდება წესები, მხოლოდ გარკვეული რაოდენობით არის შესაძლებელი. ამ რაოდენობის მიღწევის შემდეგ საბაჟო გადასახადების გადახდა კვლავ სავალდებულოა. საუბარია იმპორტის საშუალო მოცულობაზე 2021 წლის შუიდან 2023 წლის ბოლომდე პერიოდში.
შეთანხმება ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ. წესებს 6 ივნისიდან გამოიყენებენ ერთი წლის ვადით. რამდენად იმოქმედებს ტარიფები უკრაინის ეკონომიკაზე, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ქვეყანა ს აგრესიის პირობებში თავისი პროდუქციის ახალი მყიდველების პოვნას, აღნიშნავს სააგენტო DPA.
ევროკავშირმა უკრაინული საქონელი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე გაათავისუფლა საბაჟო გადასახადისგან. ბრიუსელის მიერ შეთანხმებული ღონისძიება უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. სთვის ამჟამინდელი შეღავათები ზაფხულში იწურება. თუ მანამდე ახალი დადგენილება არ დამტკიცდება, ღონისძიებას ვადა გაუგრძელდება.
სატარიფო შეღავათების გზით უკრაინის მხარდაჭერამ ბევრი ფერმერის უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ისინი აცხადებენ, რომ მათ არაპროპორციულ კონკურენციას უწევს უკრაინიდან იმპორტირებული დაბალფასიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტები.
ითვლება ხორბლის მნიშვნელოვან გლობალურ მწარმოებლად. პლანეტის ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლები განსაკუთრებით დამოკიდებულნი არიან მისი მარცვლეულის იმპორტზე. რუსეთის შეჭრის გამო პრობლემები წარმოიქმნა პროდუქციის საზღვაო ექსპორტთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის. ამასთან, ხორბალზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, წერს DPA.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა – სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს