ევროკავშირის წილი საქართველოს იმპორტში 26.7%-მდე გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტმა 3.6 მლრდ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველომ წელს EU-დან 17%-ით მეტი იმპორტი განახორციელა, ვიდრე გასული წლის 10 თვეში.
ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზე ჯამურად, საქართველოს მთლიანი იმპორტის 26.7% მოდის, რაც გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიური პერიოდის 24.1%-იანი წილიდან.
იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
· მსუბუქი ავტომობილები – $628,5 მლნ;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $360,4 მლნ;
· დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $245 მლნ;
· სატვირთო ავტომობილები – $87,5 მლნ;
· სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – $68,3 მლნ.