ევროკავშირის წერილი ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც

ევროკავშირის წერილი ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს (იხ. ქვემოთ), და წინააღმდეგია მისი ტირაჟირების. ის ასევე ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლას – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის წერილს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროკავშირის წერილი საქართველოს მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად დაიცვას LGBTQ პირების უფლებები, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც.
„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითვლება მართლმადიდებლად. ქვეყანაში ძირითადი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც LGBT ცხოვრების წესს უდიდეს ცოდვად მიიჩნევს (იხ. ქვემოთ), და წინააღმდეგია მისი ტირაჟირების. ის ასევე ეწინააღმდეგება სქესის ხელოვნურად შეცვლას.
ახლა ვნახოთ რას მოუწოდებს ევროკავშირის წერილი საქართველოს. ის მას მოუწოდებს გააუქმოს კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და უფრო სრულად დაიცვას LGBTQ პირების უფლებები, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად გულისხმობს ქვეყანაში LGBT პროპაგანდას, გეი-აღლუმებს, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასაც.
თუ საქართველომ ეს მოთხოვნების დააკმაყოფილა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი მართლმადიდებელი მოსახლეობა უნდა შეეგუოს ცოდვის პროპაგანდა-ტირაჟირებას, ცხოვრების წესად დამკვიდრებას… და ჩნდება კითხვა: ვრჩებით თუ არა ისევ მართლმადიდებლები? (საბერძნეთის მაგალითს აქ არგუმენტად ნუ მომიყვანთ).
რელიგიური ფაქტორი რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ, ამ გადაწყვეტილებას თავის სოციალურ-პოლიტიკური განზომილებაც ექნება – საზოგადოებაში სერიოზული განხეთქილება და რყევები, მათ შორის ეკლესიასთან დაპირისპირებაც. ვიფიქროთ ამაზეც!“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს