ევროკავშირის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები ს ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი ოფიციალურად 24 თებერვალს, რუსეთის მიერ ში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე, დამტკიცდება.
„ეს პაკეტი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართო დამტკიცებული ევროპის კავშირის მიერ. ის გაივლის წერილობით პროცედურას და ოფიციალურად დამტკიცდება 24 თებერვალს“.
ევროკომისიის პრეზიდენტი, სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა და განაცხადა: „ჩვენ პუტინის ომის მანქანის დეგრადაცია უნდა გავაგრძელოთ.“
რუსეთის წინააღმდეგ ევროპის კავშირის სანქციები ს ანექსიის გამო 2014 წლიდან არის დაწესებული. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპულ გაერთიანებას სანქციების 12 პაკეტი აქვს დამტკიცებული.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახალ პაკეტში 200-მდე ფიზიკური პირია დამატებული, რომელთაც EU-ში შესვლა აეკრძალებათ. ამას გარდა, მთელ რიგ კომპანიებს აქტივების გაყინვა ემუქრება.
„ამ პაკეტით ჩვენ უფრო მეტად ვამკაცრებთ ზომებს მათ მიმართ, ვინც სანქციებისთვის (თავდაცვისა და სამხედრო სფეროების ჩათვლით) გვერდის ავლას ცდილობს“, – ჯოზეფ ბორელი.
გარდა ამისა, ბრიუსელმა უკრაინის ოთხი რეგიონის (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები) ანექსიის გამო 2022 წლის ოქტომბრიდან დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა.