ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა – საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა

საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
მათივე ცნობით, დღესდღეობით ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.
„ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.
საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)