ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვენ

დღეს, 14 აპრილს ლუქსემბურგში მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომლის უმთავრესი საკითხია უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესია.
სხდომის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა „პუტინის ბარბაროსული ომის დანაშაული“ უწოდა უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმას. მან ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთს სანქციების ახალი, მე-17 პაკეტით უპასუხონ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ახალი სანქციები უნდა შეეხოს ს თხევად ბუნებრივ გაზს, სახელმწიფო კორპორაცია „როსატომს“ და „ჩრდილოვან ფლოტს“. კიასტუტის ბუდრისის თქმით, აგრესიის შესაჩერებლად პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლაა საჭირო, რათა მან ომი შეწყვიტოს.
13 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა