ევროკავშირის შვიდი წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა ევროკავშირს მოუწოდეს, სწრაფად დაამუშაოს წინადადება, რომელიც უკრაინის დაფინანსების მიზნით რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა – ეს ჩვენს საკუთარ ინტერესებშიც შედის“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ უნდა დაჩქარდეს კომისიის წინადადებების განხილვა, რომლებიც რუსეთის გაყინული აქტივების ხარჯზე უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოყოფას ეხება.
„სწრაფად უნდა შევუწყოთ ხელი კომისიის წინადადებების განხილვას, რომლებიც რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან ნაღდი ფულის ნაშთის უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოსაყოფად გამოყენებას ეხება“, – აღნიშნულია წერილში.




