ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შეათანხმეს უკრაინის დასახმარებელი პაკეტი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. ეს ინფორმაცია ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა კაია კალასმა. მან იმედი გამოთქვა, რომ პროგრესი უახლოეს დროში იქნება მიღწეული.
დახმარების ახალი ტრანშის გამოყოფის ინიციატივა კალასს ეკუთვნის. მარტში იგი გამოვიდა წინადადებით უკრაინის 20 მილიარდი ევროთი დახმარებაზე, მაგრამ ის პროექტი უნგრეთმა დაბლოკა და, შესაბამისად, ის არ მოხვდა ევროკავშირის 6 მარტის სამიტის საბოლოო განცხადებაში. Euractiv-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ ევროკავშირში გაჩნდა ინიციატივა უკრაინის ნებაყოფლობითი სამხედრო დახმარების ფონდის შექმნაზე – საიმისოდ, რომ თავიდან აერიდებინათ ს დახმარების შესაძლო დაბლოკვა.
ევროპის პოლიტიკოსების ნაწილმა ეჭვები გამოთქვა ამ გეგმასთან მიმართებით. ს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ბრიუსელის სამიტამდე აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა არ დაუჭერდა მხარს უკრაინის დახმარების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გამოცემა La Stampa-სთან ინტერვიუში თქვა, რომ შემოთავაზებული გეგმის მიმართ კითხვები კვლავაც ბევრ სახელმწიფოს აქვს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია