ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის გარდაცვალების გამო სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს სიკვდილისთვის.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოსეპ ბორელმა განაცხადა. შეზღუდვები 30-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, კონკრეტულად ვინ მოხვდება სიაში, ჯერჯერობით უცნობია.
თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კოლონიის – “პოლარული მგლის” ხელმძღვანელებს.
ამ კოლონიაში გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი დაუდგენელი მიზეზით.
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები დააწესა ნავალნის სიკვდილის გამო.
· ს ხელისუფლებამ ნავალნის გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს გამოაცხადა.
· ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერი, რომელიც სასჯელს კოლონიაში იხდიდა, შუადღისას გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები თვლიან, რომ ის მოკლეს. ნავალნის ქვრივმა იულია პირობა დადო, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.