ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა

ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა
„ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა“- ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მონაწილეებმა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაკრონისა და შოლცის წინადადებებმა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩეულიყო , ვერ მოიპოვა ყველა ლიდერის მხარდაჭერა.
ანალიტიკოსის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 27-28 ივნისს ხელახლა შეიკრიბებიან ბრიუსელში. ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტზე კენჭისყრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
„ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე “ერთსულოვანი” გადაწყვეტილება ჩავარდა. ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მონაწილეებმა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მაკრონისა და შოლცის წინადადებებმა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩეულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვერ მოიპოვა ყველა ლიდერის მხარდაჭერა.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, გაჩნდა ადრეული კონსენსუსი ფონ დერ ლაიენის მეორე ვადაზე, ხოლო პორტუგალიის ექს-პრემიერი ანტონიო კოსტა მოიაზრება შარლ მიშელის შემცვლელად, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მალტელი რობერტა მეცოლას დატოვება და ბორელის შეცვლა ს პრემიერ კაია კალასით ევროპის ტოპ დიპლომატის პოსტზე.
თუმცა, ევროპარლამენტში მაინც პირველ ადგილზე გასულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მოითხოვა მეტი ძალაუფლება – ევროკომისიაში ფონ დერ ლაიენის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვადის ორად გაყოფა და პორტუგალიელი სოციალისტის, ანტონიო კოსტას ჩანაცვლება 2,5 წელიწადში მემარჯვენე-ცენტრისტული EPP-ის კადრით.
ცხადია, ეს გააწბილა სოციალ-დემოკრატების ჯგუფი და დაპირისპირებას ხელი შეუწყო წარმავალმა შარლ მიშელმა, რომელიც თავის მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას.
ამასთან, საკუთარი პრეტენზიები წამოაყენა იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერმა ჯორჯია მელონიმ, რომლის “იტალიის ძმებმა” საგრძნობ წარმატებას მიაღწია ევროარჩევნებში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააპროტესტა დისკუსიისადმი მიდგომის ტიპი. „არაფორმალური შეხვედრა უნდა წარმოადგენდეს იმ მომენტს, როდესაც განხილული უნდა იყოს თუ რა უნდა გაკეთდეს ევროპული არჩევნების სიგნალების ფონზე და შემდეგ, ამ საწყისი წერტილიდან, დაიწყოს დისკუსია მთავარი თანამდებობების დასახელებაზე და არა პირიქით“, – თქვა მელონიმ დისკუსიის მონაწილე ერთ-ერთი დიპლომატის ცნობით.
ევროკავშირის ლიდერები 27-28 ივნისს ხელახლა შეიკრიბებიან ბრიუსელში. ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტზე კენჭისყრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.“-წერს გია აბაშიძე.
Previous: სამწუხაროა, რომ ახალ სამსახურში პიარი ყოფილი თანაგუნდელების შეურაცხყოფით გადაწყვიტა – “იმედი”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ყოფილ თანამშრომელზე

ასევე დაგაინტერესებთ

ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს – მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა

ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა