ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წითელ ზღვაში საზღვაო მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წითელ ზღვაში საზღვაო მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
საზღვაო მისია Aspides-ის ფარგლებში, საერთაშორისო კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად ევროკავშირი წითელ ზღვაში ხომალდებს გაგზავნის.
ევროკავშირის მისიის ოპერატიული სარდლობის შტაბ-ბინა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში იქნება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, მიესალმა.
„ევროპა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას უზრუნველყოფს. კრიზისზე რეაგირების გარდა, ეს ევროპული ინტერესების დასაცავად წითელ ზღვაში ევროპის გავლენის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში -მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც