ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ ს ომზე ისაუბრებენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიას განიხილავენ. მანამდე კი მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, მოსაზრებებს გაცვლიან.
საბჭო განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას უახლესი მოვლენების გათვალისწინებით.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ჩინეთის საკითხზეც ისაუბრებენ და მინისტრები ევროკავშირისა და ქვეყნის ურთიერთობაზე მოსაზრებებს გაცვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს