ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ს წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ამით გაგრძელდება მოსკოვისთვის ომის დასაფინანსებელი შემოსავლების ჩამორთმევა“, – წერს კალასი.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზარალისთვის, რასაც იწვევს.
ამასთან, ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.
„ეს ეკონომიკური ზომები, რომელიც პირველად 2014 წელს დაწესდა, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ასევე დაგაინტერესებთ

სკოტ ბესენტი – მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, მოგვბაძონ, თუ რუსეთის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დავაწესებთ – ქვეყანას, რომელიც სანქცირებულ რუსულ ნავთობს შეიძენს, 100%-მდე ტარიფები დაუწესდება