ევროკავშირის პრესმდივანი: მიუღებელია დაშინება, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა

ევროკავშირის პრესმდივანი, ნაბილა მასრალი საქართველოში, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა
“მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება”, – წერს იგი სოციალურ ქსელ X-ზე.
9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს.
მუმლაძე ერთადერთი არ არის, ვისაც ბოლო დღეებში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიო შენგელიას.
ფიზიკური ანგარიშსწორების პარალელურად, თბილისში სიძულვილის კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა პოსტერები და წარწერები ჟურნალისტების და აქტივისტების სახლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს