ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2024“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო

17 აპრილს, სასტუმროში „ჯინჯერი“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონი გაიმართა.
წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 10 კომპანიის 29-მა პრო ბონო კონსულტანტმა, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე 7 ორგანიზაციისთვის საკომუნიკაციო კამპანია მოამზადა, რომელიც მათ დაეხმარება უფრო ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა და საზოგადოების კიდევ უფრო მეტ ნაწილს გაუზიარონ ინფორმაცია საკუთარი პროექტებისა თუ ორგანიზაციის შესახებ.
მარათონში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“; სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“; „“; „კრედო ბანკი“; „ფაშა ბანკი“; „ემბისი“; „ჰოთსეილი“; “”; „რემაინდერი“ „თინარტი“, რომლებმაც პრო ბონო მხარდაჭერა გაუწიეს შემდეგ სამოქალაქო ორგანიზაციებს: „პოტერია“; „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“; „თანადგომა“; „ეთნოდიზაინი“; „ჩუ“; „ტექ გოგო“; „ბაბალე“.
მარათონს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად ათანხმებდნენ საკომუნიკაციო კამპანიის დეტალებს. 17 აპრილს კი, 10-საათიანი მარათონის ფარგლებში მომზადდა სტრატეგიის საბოლოო პრეზენტაცია.
“პრო ბონო სერვისები სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, მიიღონ ექსპერტული მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. როგორ წესი, სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური და ადამიანური რესურსები შეზღუდულია, შესაბამისად კერძო სექტორის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (СSR) ფარგლებში გაწეული აღნიშნული დახმარება, მნიშვნელოვნად აძლიერებს სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. ეს არის მდგრადი და მაღალი სოციალური გავლენის მქონე მხარდაჭერა და ძალიან გვიხარია, რომ “პრო ბონო ქსელი საქართველოს” ფარგლებში, მსგავსი აქტივობები რეგულარულად ხორციელდება” – აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პრო ბონო ექსპერტმა ნათია მეტრეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ