ევროკავშირის მოსახლეობის 9.2%-ს საცხოვრებლის გათბობა უჭირს – ევროსტატი

2024 წლის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოსახლეობის 9.2%-ს საცხოვრებელი სახლების საკმარისად გათბობა უჭირს. ეს ინფორმაცია 2026 წლის 2 თებერვალს ევროკავშირის სტატისტიკურმა სამსახურმა (ევროსტატი) გაავრცელა.
ევროსტატის ცნობით, ეს მაჩვენებელი, 2023 წელთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.
იმ მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სახლის საკმარისად გათბობას ვერ ახერხებს, საბერძნეთსა და ბულგარეთში დაფიქსირდა (ორივეგან – 19%). მათ მოჰყვება ლიეტუვა (18%) და ესპანეთი (17.5%).
ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ფინეთში (2.7%), პოლონეთსა და სლოვენიაში (ორივეგან – 3.3%), ასევე ესტონეთსა და ლუქსემბურგში (ორივეგან – 3.6%).
ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ფინეთში (2.7%), პოლონეთსა და სლოვენიაში (ორივეგან – 3.3%), ასევე ესტონეთსა და ლუქსემბურგში (ორივეგან – 3.6%).
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკის სამინისტრო – მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს