ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასთან უსფართხოების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

27 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა სთან უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რითაც რუსეთთან დაკავშირებით ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებაზე საუბარი დაიწყო. შეხვედრის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნები ასევე მომავალი ხუთი წლის გეგმებსა და საკვანძო ინსტიტუციებში პოზიციების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმებაში განსაზღვრულია, რომ ევროკავშირი უკრაინას უსაფრთხოების პოლიტიკის ცხრა სფეროში დაეხმარება, მათ შორის, განაღმვის თვალსაზრისით, შეიარაღების მიწოდებით, სამხედრო წვრთნებით და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობით.
“ეს ვალდებულებები დაეხმარება უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, დესტაბილიზაციას წინააღმდეგობა გაუწიოს და სამომავლო აგრესია შეაჩეროს. ეს არის უფრო კონკრეტული საბუთი ევროკავშირის ურყევი გადაწყვეტილებისა, უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს”. – თქვა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა.
ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელი 6-9 ივნისს ჩატარებულ ევროკავშირის არჩევნების შემდეგ ერთმანეთს ფორმალურად პირველად შეხვდა. ბრიუსელში, ხელმოწერის ცერემონიისათვის გამართულ შეხვედრას ასევე პირადად ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, .