დღეს, ევროკავშირის ლიდერები მომავალი ხუთი წლის პოლიტიკურ გეგმებს განიხილავენ – თავდაცვის სფეროსა და ეკონომიკის ჩათვლით და უმაღლესი თანამდებობების ნომინაციებს განიხილავენ. ეს ევროპელი ლიდერების პირველი არაფორმალური შეხვედრაა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელმაც წარმატება მოუტანა ცენტრისტ- მემარჯვენებსა და ნაციონალისტებს, თუმცა მარცხი განიცადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პარტიებმა.
ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, ვინ უნდა იყვნენ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს შემდეგი პრეზიდენტები, ასევე საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, მაგრამ მათი გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, უკვე მიღებულია.
მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს აქვს შესანიშნავი პოზიცია, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პოზიციის მეორე ვადით მოსაპოვებლად, რაც გაძლიერებულია მისი ცენტრისტული მემარჯვენე “ევროპის სახალხო პარტიის” მიღწევებით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტიის ტანამდებობაზე, რეალურ კანდიდატად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოშტა განიხილება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ “სოციალ-დემოკრატების” ალიანსს წარმოადგენს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის პოზიციაზე ნომინირებული, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ევროპარლამენტში მესამე ადგილზე გასულ “განაახლე ევროპას” წარმოადგენს.
ბლოკის წევრები, ოფიციალურ, საბოლოო გადაწყვეტიელბას 27-28 ივნისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე მიიღებენ.