“ევროკავშირის კარი ღიაა და საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს მოქალაქეების ნებას” – ევროკომისარი

“ევროკავშირის კარი ღიაა და საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს მოქალაქეების ნებას” – ევროკომისარი
ევროკომისარი ჯანეზ ლენაჩიჩი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იმართება და სადაც მთავარი თემა, რუსული კანონია, ამბობს:
გასული კვირების განმავლობაში ათასობით საქართველოს მოქალაქე გავიდა ქუჩაში იმისთვის, რომ განახორციელონ თავისი უფლება და მოითხოვონ მთავრობისგან გაიტანოს კანონი “უცხოურ გავლენაზე”. ყველა ასაკის მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გავიდნენ ქუჩაში იმისთვის, რომ გამოხატონ თავისი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. საქართველოს მთავრობა, დაპირდა მოსახლეობას, რომ ეს კანონი არასოდეს არ დაბრუნდებოდა დღის წესრიგში; მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიწვიონ ეს კანონი. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და თუ ეს კანონი მიღებულ იქნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ევროკავშირის კარი ღიაა და მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საქართველოს მოქალაქეების ნებას. საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, წარმოდგენილი კანონპროექტი ნამდვილად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და სტიგმატიზაციას მოახდენს საქართველოს მოქალაქეების, რაც შეამცირებს მათ სარგებელს. ჩვენ ვიცით, რომ გამჭვირვალობა ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, უნდა მიჰყვეს დემოკრატიის პრინციპებს და ამ მიმართულებით უნდა მიაღწიოს პროგრესს და ბოლოს, ევროკავშირის მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, რომ ხელი შეუწყონ ეროვნულ კონსენსუსს. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მთავრობა პოზიტიურად ჩაერთოს და ურთიერთობა დაამყაროს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ მიზნის უკან დგას მთელი ქვეყანა და ეს ვალდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას,

ასევე დაგაინტერესებთ