ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.
მანამდე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ მიმართეს.
მათ მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება მიულოცეს.
სახალხო ზეიმი ამ დროისთვის მუსიკალური პროგრამით გრძელდება.
ღონისძიებაზე იმყოფება ასევე, საქართველოს პრეზიდენტი , თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
სახალხო ზეიმზე იმყოფებიან ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდიტი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად