ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ბორელთან შეხვედრაზე მეტ ამუნიციას ითხოვენ უკრაინისთვის

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გახსნეს არაფორმალური შეხვედრა, რათა მოილაპარაკონ ბლოკის სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისა და უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვს იარაღით დახმარებას ს აგრესიასთან გასამკლავებლად.
31 იანვრის შეხვედრა წინ უსწრებს ევროკავშირის სამიტს, რომელზეც 1 მარტს ბრიუსელში უკრაინის დახმარების საკითხებს განიხილავენ.
ოთხშაბათის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კიევს მეტი ამუნიცია სჭირდება, რათა შეავსოს თავისი შეთხელებული მარაგები მაშინ, როცა ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წელია გასული.
რუსეთის არტილერია უკვე რამდენიმე თვეა ბომბავს უკრაინის სამხედრო პოზიციებსა და დასახლებებს, რაც იწვევს მუდმივ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში და მატერიალურ ნგრევას, ვინაიდან უკრაინის არმია იძულებულია, საარტილერიო ჭურვები დაზოგოს მომარაგებაში შეფერხებების გამო.
„უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მკაფიო ერთგულება შენარჩუნებულია და გრძელდება,“ თქვა ბორელმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, „ვიცოდეთ, სად ვიმყოფებით ახლა, სად ვიქნებით მარტისთვის და წლის ბოლოსთვის“.
საბჭოთა ეპოქის მძიმე შეიარაღებიდან დასავლურზე გადასვლის პროცესი გართულებულია, ვინაიდან კიევს დასავლელი მოკავშირეების მიერ ნაჩუქარი შეიარაღებისთვის არ მოიპოვება საკმარისი რაოდენობის ამუნიცია.
ჭურვების დეფიციტისთვის თავის გასართმევად ბრიუსელმა პირობა დადო, რომ გაზაფხულისთვის მილიონ ჭურვს მიაწვდის უკრაინას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 300 ათასი ჭურვის მიწოდება შეძლო.