ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება

ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება
„ევრობიუროკრატია ცალკეულ ეროვნულ ქვეყნებს ბალანსის დაცვის საშუალებას არ აძლევს, რაც მის გარდაუვალ კრახს გამოიწვევს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურია. სეფასვილის თქმით, დროა ევროკავშირმა შეარბილოს პოლიტიკა და საშუალება მისცეს ცელკეულ ქვეყნებს, დაიცვას თავისი მოსახლეობის კეთილდღეობა.
„ევროკავშირის დაშლა სავსებით რეალურად მესახება. თუ გავიხსენებთ ევროკავშირის ისტორიას ვნახავთ, რომ მარტივი არ იყო მისი ზეეროვნული ხასიათის ინსტიტუციების შექმნა და განვითარება. ერთიანი ბაზრის შექმნასაც ბევრი შიდა წინააღმდეგობა ხვდა წილად. სხვადასხვა ქვეყნებს, მაგალითად – გერმანიას და საფრანგეთს ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის შიგნით ყოველთვის ჰქონდათ გარკვეული ტიპის კრიზისები. თუმცა, ამ კრიზისების დაძლევას ეროვნული და ევროკავშირის ინტერესების დაბალანსებით ახდენდნენ. ახლა კი, ევრობიუროკრატია ცალკეულ ეროვნულ ქვეყნებს ბალანსის დაცვის საშუალებას არ აძლევს, რაც მის გარდაუვალ კრახს გამოიწვევს. ევრობიუროკრატიამ უკან უნდა დაიხიოს და ისეთი დირექტივები შეიმუშავოს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ცალკეულ წევრებს, ისე დააკმაყოფილონ საერთო ზეეროვნული მოთხოვნები, რომ ძალიან დიდი საფრთხე არ შეუქმნან თავიანთ მოსახლეობას. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საგარეო ურთიერთობების დოქტრინა გამოაქვეყნა, გაჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც იტალია, ავსტრია, პოლონეთი და უნგრეთი განიხილებოდა ქვეყნებად, რომელთაც უნდა დაეტოვებინათ ევროკავშირი. ეს არ არის შემთხვევით. თავად ის ფაქტი, რომ ამაზე საუბრობენ ექსპერტები, მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი განვთარების სცენარი სავსებით რეალურია. ევროკავშირმა დროა, შეარბილოს პოლიტიკა და საშუალება მისცეს ცელკეულ ეროვნულ ქვეყნებს, დაიცვან თავიანთი მოსახლეობის კეთილდღეობა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა