ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება –

უნგრეთი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება არ უნდა მიეცეს. განცხადებას პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
“დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ხუთი წლის განმავლობაში, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება”, – ამბობს ვიქტორ ორბანი.
ის სთავაზობს ევროკავშირს, უნგრეთის თანხმობის გარეშე უკრაინას დაფინანსება მისცენ არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ ერთობლივი სესხის სახით.
ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ არ სურს ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხი უკრაინის დაფინანსების საკითხს დაუკავშირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა