ევროკავშირის ბანკებმა გათავისუფლებულ ტოპ–მენეჯერებს 1.1 მილიარდი ევროზე მეტი გადაუხადეს – FT

2018-დან 2024 წლამდე ევროკავშირის წამყვანმა ბანკებმა გათავისუფლებულ ტოპ–მენეჯერებს 1.1 მილიარდ ევროზე მეტი გადაუხადეს, – წერს Financial Times.
Deutsche Bank–მა, HSBC-მ და Santander–მა, სხვა კომპანიებთან ერთად, თითქმის 850 მილიონი ევრო გადაიხადეს კომპენსაციის სახით მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული თანამშრომლების გათავისუფლებისთვის.
Societe Generale-მ, BNP Paribas-მა, Barclays-მა და UBS-მა მითითებულ პერიოდში, კომპენსაციაზე 275 მილიონი ევრო დახარჯეს.
1.13 მილიარდი ევროს ოდენობის ჯამური თანხა დაახლოებით 2.1 ათას ტოპ მენეჯერს შორის გადანაწილდა.
ვრცლად interfax–ზე