ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების ცხოვრების დონე მალე სამხრეთისას გაუტოლდება – Bloomberg

საბჭოთა სოციალისტური ბლოკის ყოფილი ქვეყნები, რომლებიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეუერთდნენ ევროკავშირს, უახლოეს წლებში ცხოვრების სტანდარტებით სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებს გადაუსწრებენ, – ამის შესახებ Bloomberg წერს. სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყანა – სლოვენია, პოლონეთი და ლიეტუვა – 2029 წლისთვის დაეწევიან ან თითქმის გადაუსწრებენ ევროკავშირის სამხრეთის ქვეყნებს, მაგალითად, იტალიის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე. 2004 წელს ბლოკში შესვლის დროს, სხვაობის ინდიკატორის თითქმის ორჯერ ნაკლები იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, სლოვენიაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მსყიდველობითუნარიანობის გათვალისწინებით (ანუ $65 000 მშპ ერთ სულზე) 2029 წლისთვის გადააჭარბებს იტალიის მშპ-ს. ლიეტუვაც მიაღწევს ამ დონეს და არც პოლონეთი ჩამორჩება მნიშვნელოვნად. ესპანეთის მაჩვენებელი მათზე უფრო დაბალი იქნება – დაახლოებით $60 000.
აღმოსავლეთ ევროპის ეს 3 ქვეყანა ევროკავშირს 20 წლის წინ, 2004 წლის 1 მაისს შეუერთდა. გაწევრიანების დროს მშპ-ს მაჩვენებელი პოლონეთსა და ლიეტუვაში $15 000 იყო, სლოვენიაში – $20 000 ცოტა მეტი, იმ დროისთვის – იტალიასა და ესპანეთში იყო დაახლოებით $30 000.
ამის ერთ-ერთ მიზეზად Bloomberg უცხოური ინვესტიციებით წარმოების ზრდას ასახელებს. ევროკავშირის სახსრებზე ხელმისაწვდომობამ „ახალი“ წევრებისთვის, შეანელა „ძველი“ ეკონომიკების ზრდის ტემპი.
ევროსტატის 2020 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 35,5 ათასი ევრო იყო.
2022 წელს პოლონეთში ეს მაჩვენებელი 28,2 ათასი ევრო იყო,
ლიეტუვაში – 31,6 ათასი ევრო,
სლოვენიაში – 31,9 ათასი ევრო.
ვერც იტალია და ესპანეთი აღწევენ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ერთგან – 34,4 ათასი ევროა, მეორეგან – 30,3 ათასი ევრო.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დაბალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის ბულგარეთში (22 ათასი ევრო, ევროკავშირის წევრი 2007 წლიდან), საბერძნეთსა (23,8 ათასი ევრო, წევრი 1981 წლიდან) და სლოვენიაში (25,2 ათასი ევრო, წევრი 2004 წლიდან).
ყველაზე მაღალი – ლუქსემბურგში (90 ათასი ევრო), ირლანდიასა (83,3 ათასი ევრო) და ში (48,4 ათასი ევრო).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოში მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 8 210.1 დოლარი შეადგინა.