ევროკავშირიდან გზავნილების წილი 41.8%-მდეა

2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ დოლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილების წილი გადმორიცხვებში 41.8%-მდეა გაზრდილი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 28% იყო. გადმორიცხვების წლიური ზრდა კი 12%-ს აჭარბებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი გზავნილი ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხორციელდა იტალიიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან
2024 წლის აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა ევროკავშირის შემდეგი ქვეყნიდან:
· იტალია – 45,803 მლნ აშშ დოლარი;
· საბერძნეთი – 21,913 მლნ აშშ დოლარი;
· გერმანია – 20,710 მლნ აშშ დოლარი.

ასევე დაგაინტერესებთ