ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით – ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე – ირაკლი

ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით – ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე – ირაკლი
მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით – ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე.
„საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს – მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით – ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე,
მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა