ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა – რომელი კომპანიები ვაჭრობენ EU-სთან ყველაზე მეტს? (Bm.ge)

2024 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და 4.5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, რომელიც ექსპორტს თითქმის 8-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8.5% და იმპორტის 26.5% მოდის.
ექსპორტი EU-ში
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 510.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იან კლებას წარმოადგენს.
11 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
· თხილი და სხვა კაკალი – $55.4 მლნ დოლარი;
· სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $54.8 მლნ დოლარი;
· ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $39.8 მლნ დოლარი;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – $30.8 მლნ დოლარი;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $30.6 მლნ დოლარი.
BMG-მ ევროკავშირის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 ექსპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
· აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
· სს RMG Copper
· სს რუსთავის აზოტი
· შპს Caucasian Metals Terminal
· შპს ატლანტიკ საქართველო
· შპს პალატი 2022
· შპს რუსთავის ფოლადი
· შპს ჯეო ლოჯისტიკ
· შპს ჯეორჯიან პროდაქტს
· შპს ჯორჯიან მანგანეზი
EU-დან იმპორტი
11 თვეში ევროკავშირიდან იმპორტმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აჭარბებს.
იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
· მსუბუქი ავტომობილები – $706.4 მლნ;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $402.1 მლნ;
· დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – $270.2 მლნ;
· სატვირთო ავტომობილები – $98.2 მლნ;
· სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – $75.4 მლნ.
BMG-მ ევროკავშირიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 იმპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
· სს გეფა
· სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
· შპს ავერსი-ფარმა
· შპს აკა
· შპს თრაქ ენდ ბას
· შპს ლუკოილ-ჯორჯია
· შპს პსპ ფარმა
· შპს რომპეტროლ საქართველო
· შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
· შპს ფილიპ მორის საქართველო
bm.ge