ევრობიუროკრატებისათვის არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება ეს შანტაჟი, იმიტომ, რომ მან დაკარგა თავის ძალა და არავითარ გავლენას არ ახდეს საქართველოს მოსახლეობაზე
ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, ევრობიუროკრატებისთვის ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ვინაიდან ულტიმატუმების ენით საუბარი საქართველოს მოსახლეობასთან არ მოქმედებს.
რაც შეეხება საქართველოს, ეკა სეფაშვილის თქმით, საქართველო ცალსახად არ გაიწვევს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონებს, როგორც ამას ევროპული ბიუროკრატია ყველა თავის რეზოლუციაში ითხოვს.
„საკითხს უნდა მივუდგეთ ორი მხრიდან – რა შედეგს [ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზეა საუბარი] მიიღებს ქართველი ხალხი და რას ევრობიუროკრატია? ევრობიუროკრატებისათვის არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება ეს შანტაჟი, იმიტომ, რომ ამ შანტაჟმა უკვე დაკარგა თავის ძალა და არავითარ გავლენას არ ახდეს საქართველოს მოსახლეობაზე.
ხოლო, რაც შეეხება ქართველი ხალხისათვის რა შედეგი დადგება, ამაზე საუბრისას შედეგი იქნება შემდეგი – ჩვენ, რა თქმა უნდა არ გავიწვევთ იმ კანონებს, რომლის გაწვევასაც გთხოვს ევროკავშირი. ამ ანგარიშში მიუთითებენ ამ ორ კანონზე – გამჭვირვალობის კანონზე და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე. ფაქტობრივად ორივე ევროკავშირის თითქმის ყველა ბოლოდროინდელ დოკუმენტში არის შეტანილი, სადაც ისინი მიგვითითებენ, რომ საქართველოში გარკვეული სახის ჩამორჩენა შეინიშნება.
რეალურად კი, გვეუბნებიან – თუ შეიძლება აღარ იყოს გამჭვირვალე ჩვენს მიერ გადმორიცხული ფული და ნება მოგვეცით, რომ ფარულად, ისე რომ ვერ გაიგოთ, დავამხოთ ძალადობრივი მეთოდებით თქვენი არსებული ლეგიტიმური ხელისუფლება. ფაქტობრივად ამას გვეუბნებიან ერთი და მეორე, გვეუბნებიან – ნება მოგვეცით ვიმოქმედოთ თქვენი არასრულწლოვანი ბავშვების ფსიქოლოგიაზე, რათა თავისუფლად მოვაქციოთ ისინი ჩვენი გავლენის ქვეშ. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ. არ დავთმობთ იმიტომ, კი არა, რომ საქმე ეხება გამჭვირვალობას, ან ჩვენი ახალგაზრდების ღირებულებების პროპაგანდას, არამედ იმიტომ, რომ აქ უფრო შორს მიმავალი მზაკვრული გეგმები იკვეთება. საბოლოოდ ყველაფერი ეს სჭირდებათ იმისათვის, რომ საქართველო ჩართონ ომში, რისი საფრთხეც ჯერ კიდევ არის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.




