ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი;
სისტემას 4 ოქტომბრის საქმეზე ჰყავს დაკავებული ევა შაშიაშვილი. ევას ჰყავს შვილი, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით. იმდენად მძიმე, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. დღეს, ამ საქმის 11-მა მსჯავრდებულმა მოსამართლეს მიმართა, რომ ისინი აიღებდნენ საკუთარ თავზე ევას ბრალს, ოღონდ ეს ქალი გირაოთი გაეშვათ. გთხოვთ, ყველამ ვწეროთ ევაზე. ვიხმაუროთ! მშობლები ხომ დაკარგეს პატიმრებმა და ახლა შეიძლება შვილები დაკარგონ! და იცოდეთ ყველა, ვინც ჩუმად ხართ იქნებით დამნაშავეები!
11 დეკემბერს, 4 იქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ევა შაშიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ‘ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ – ჩემი პატიმრობა ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას გამოიწვევს, შემდეგ ციხეში ჩემს გარდაცვალებას.
მისმა ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ბრალდებული მის მდგომარეობას აპროტესტებდა:
„ევა შაშიაშვილი არის ონკოპაციენტი, რომელსაც ასევე აქვს სხვადასხვა დაავადება. მან მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ჩასვან სიაში, რითაც ის შვილს მედიკამენტებს შეუძენს, რომელიც შშმ პირია. უთხრეს „თავი დაგვანებეთო”, რომ ვთქვათ თავში ქვა გიხლიათო, მაგრამ ეს ქვა ვის მოხვდება, ამაზე სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს. ის აპროტესტებდა იმ მდგომარეობას, რომელიც აქვს და არა ის, რომ მას რაიმეს ხელში ჩაგდება სურდა”,




