ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს

ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ქრისტიანთათვის ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ზეცად ამაღლებას ზეიმობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სახარების თანახმად, აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, მოუწოდა სახარება ექადაგათ და შემდგომ, მათ თვალწინ, ზეცად ამაღლდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს მათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს