საზოგადოებრივის აზრის შემსწავლელი სრულიად რუსეთის ცენტრის გამოკვლევით, რუსეთში მკვეთრად, 35%-მდე დაეცა მმართველი პარტია “ედინაია როსიას” რეიტინგი.
რესპონდენტებს სთხოვეს ეპასუხათ, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, თუ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მომავალ კვირას ჩატარდებოდა. გამოკითხულთა 35.2%-მა აირჩია “ედინაია როსია”, მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია – 10.7%. რუსეთის კომუნისტურ პარტიას წილად ხვდა 9.7%, “ახალ ადამიანებს” – 6.5%, “სამართლიან რუსეთს” – 4.2%.
გარდა ამისა, რუსეთში 11%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც არასაპარლამენტო პარტიებს მისცემდა ხმას, ხოლო ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა – 12.5%-მდე.
სოციოლოგები ამბობენ, რომ ომისა და რეპრესიების პირობებში რესპონდენტები კითხვებზე სოციალურად მისაღებ პასუხებს იძლევიან. ხოლო ავტორიტარულ რეჟიმებში ე.წ. მოწონების ფალსიფიკაცია შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.
სახელმწიფო სათათბიროს მომდევნო არჩევნები რუსეთში 2026 წლის სექტემბერში იგეგმება.