ედერსონმა შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

“მანჩესტერ სიტის” მეკარემ ედერსონ მორაეშმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
რომანოს ცნობით, ბრაზილიელი კარის დარაჯი შეთავაზებებს განიხილავს და ტრანსფერის შანსი არც თუ ისე დაბალია. თავის მხრივ, “მანჩესტერ სიტი” სოლიდური თანხის სანაცვლოდ მეკარის გასხვისებაზე უარს არ იტყვის.
ედერსონს “ქალაქელებთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება.