ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრა მემარჯვენე ეროვნული გაერთიანება ლიდერობს.
კერძოდ, IFOP, Ipsos, OpinionWay და Elabe-ის თანხმად, პარტია ხმების დაახლოებით 34 პროცენტით ლიდერობს. მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტის (NFP) კოალიცია მეორე ადგილზეა, დაახლოებით 29 პროცენტით; მესამე ადგილზე კი პრეზიდენტ ს ცენტრისტულ ბლოკს 20,5-23 პროცენტი აქვს.
ეროვნული ასამბლეის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის აბსოლუტური უმრავლესობის მიღებისთვის საჭიროა 289 მანდატი.
შეგახსენებთ, ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.