ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა, ჟორდან ბარდელამ ხმების 31% მიიღო. მეორე ადგილზეა ემანუელ მაკრონის პარტიის კანდიდატი, ვალერი ეიე – 15.2%, ხოლო მესამე ადგილზე რაფაელ გლუკსმანი გავიდა, რომელმაც ხმების 14.3% მიიღო.
ბარდელამ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები გამართოს.
„ხმების 30%-ზე მეტის მიღებით, ფრანგებმა ვერდიქტი გამოიტანეს. რესპუბლიკის პრეზიდენტი ყრუ ვერ დარჩება. მან უნდა დათმოს ის დღის წესრიგი, რომლის განხორციელებაც სურს. დასუსტებული პრეზიდენტია. მას ევროპარლამენტში მოქმედების საშუალება ეზღუდება. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, დაეყრდნოს ინსტიტუტებს. ვთხოვთ მას მოაწყოს ახალი საკანონმდებლო არჩევნები“, – აღნიშნა ბარდელამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს