ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.
კერძოდ, გერმანული მაუწყებლის ARD-ის ინფორმაციით შედეგები ასეთია:
“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი” (CDU – CSU) – 29%;
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) – 19.5%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) – 16%;
„მწვანეები“ – 13.5%;;
„Die Linke“ – 8.5%
FDP – 4.9%;
BSW – 4.7% ;
ცნობილია კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგები:
“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი” (CDU – CSU) – 28.5%;
ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) – 20%;
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) – 16.5%;
„მწვანეები“ – 12%;
„Die Linke“ – 9%;
FDP – 5%;
BSW – 5%;
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში ოლაფ შოლცის 3-პარტიანი მმართველი კოალიცია დაიშალა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი