ეგვიპტური მედია: ღაზის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი წინსვლაა

ეგვიპტური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლაა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის კაიროში მიმდინარეობს.
ეგვიპტე, კატარი და ბოლო თვეების მანძილზე მხარეებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის 6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდოს. რამდენიმე დღეში ისლამურ სამყაროში რამადანის თვე იწყება. ჰამასთან აფილირებული წყაროების ცნობით, დიდი შანსია, რომ შეთანხმება რამადანის დროს ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდეს. მოლაპარაკებების პროცესში ყველა ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას და გარდაცვლილი ტყვეების ცხედრების დაბრუნებას ითხოვს.
ჰამასი მოლაპარაკებების პროცესში უარს ამბობს ისრაელისთვის ყველა ცოცხალი მძევლის სიის გადაცემაზე. ისრაელის წარმომადგენელმა ამის შესახებ თქვა, რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა, რადგან მძევლების სანაცვლოდ ჰამასი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.