ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, დიაა რაშვანი ავრცელებს.
ეგვიპტის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, ეგვიპტე და კატარი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის კიდევ ორი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან.
რაშვანმა აღნიშნა, რომ ზავის ორი დღით გახანგრძლივება 20 მძევლისა და 60 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას გულისხმობს.
რაშვანმა განაცხადა, რომ დღეს მოსალოდნელია 11 მძევლის გათავისუფლება, ხოლო 33 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.