ეგვიპტემ, წითელი ზღვის სანაპიროსთან, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო – BBC

ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, წითელი ზღვის სანაპირო ქალაქ დაჰაბთან, მფრინავი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი (უპილოტო საფრენი აპარატი) ჩამოაგდეს, – ამის შესახებ BBC წერს.
სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კურორტზე მყოფი თვითმხილველები ამბობენ, რომ დაინახეს, როგორ ჩავარდა ერთი ობიექტი წყალში, მეორე კი – ახლომდებარე მთიან ტერიტორიაზე.
ბოლო თვეებში, ეს არაა პირველი მსგავსი შემთხვევა წითელი ზღვის სანაპიროზე. ისრაელი ამტკიცებს, რომ უპილოტო აპარატებს იემენელი ჰუსიტები უშვებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ თავიანთ “ძმებს ღაზაში” და რაკეტებსა და დრონებს უშვებენ ისრაელის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად არის აქაური ოპოზიციის, არასამთავრობოების თუ ცალკეულ ევროდეპუტატთა კრიტიკის საგანი, რამდენად სუბიექტურია მათი შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს – სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ